ჰოლანდიური კომპანია Voitures Extravert კლასიკურ Porsche 911-ებს ელექტროქარებად აქცევს. მოდელები Quintessenza SE და Quintessenza TE ერთი დატენვით 400 კილომეტრამდე მანძილს გადიან და მინიმუმ 300 000 ევრო ღირს. ხუთი ავტომობილი, რომელიც წელს უნდა აიწყოს, უკვე გაყიდულია.
ელექტროქარების შესაქმნელად Voitures Extravert Carrera 3.2-ის შასის იყენებს. ელექტროძრავის სიმძლავრე არ ხმაურდება. ას კილომეტრამდე ელექტრო სპორტქარი 6 წამზე ნაკლებ დროში სწრაფდება, მაქსიმალური სიჩქარე კი 200 კმ/საათია.
აღწერაში მითითებულია, რომ ავტომობილები კლასში საუკეთესო კლიმატური, აუდიო სისტემებითა და საჭის გამაძლიერებლით არის აღჭურვილი.