ჰომოსექსუალებმა Fiat 124 Spider 2017 წლის საუკეთესო ავტომობილად დაასახელეს. ორგანიზაცია Ledorga-მ, რომელიც 2005 წლიდან არსებობს, ტრადიციულად წლის European Gay Car-ის დაჯილდოება ჩაატარა და ეს ტიტული Fiat-ის განახლებულ Spider 124-ს გადასცა. აღსანიშნავია, რომ ნომინანტთა სიაში ის ავტომობილები მოხვდნენ, რომლებიც ევროპულ ბაზარზე გასული წლის 1 იანვრიდან გამოჩნდნენ. ხმის მიცემა კი 15 ნოემბრიდან დაიწყო და 15 დეკემბრამდე გაგრძელდა.
რაც შეეხება მეორე ადგილს, ის – Aston Martin Db11-მა, ხოლო მესამე პოზიცია – Alfa Romeo Giulia-მ დაიკავეს.
აღსანიშნავია, რომ საუკეთესო გეი ავტომობილის ტიტული გასულ წელს Mazda mx-5-მა დაიკავა.