LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Honda ამერიკული ბაზრიდან 2.2 მილიონ ავტომობილს გამოიხმობს

32

იაპონური ავტომწარმოებელი კომპანია Honda ამერიკული ბაზრიდან 2,2 მილიონ მსუბუქ ავტომობილს დაიბრუნებს. როგორც ირკვევა, საქმე უსაფრთხოების ბალიშების გაუმართაობას ეხება.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, უსაფრთხოების ბალიშების გარემონტებას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება, შესაბამისად სამუშაოები 2016 წლის ზაფხულისთვის იგეგმება. რაც შეეხება ავტომფლობელებს, რომლებსაც მსგავსი პრობლემა აქვთ, 60 დღის განმავლობაში თავად კომპანიის ავტომობილები მოემსახურება.

უსაფრთხოების ბალიშების პრობლემა აღმოჩენილია Honda-ს ექვს, ხოლო Acura-ს ხუთ მოდელში, მათ შორის 2008-2010 წლებში გამოშვებულ Honda Accord-შიც. დაბრუნებული ავტომობილების რემონტი, ავტომფლობელებისთვის სრულიად უფასო იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები