LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Honda კანადაში 11 მილიარდიან ელექტრომობილების ქარხანაზე უარს ამბობს

117
ქირიას NEWS შაბლონი (1)

იაპონურმა ავტო კომპანია Honda-მ კანადაში ახალი საწარმოს მშენებლობა განუსაზღვრელი ვადით გადადო, მიუხედავად იმისა, რომ პროექტისთვის უკვე 15 მილიარდი კანადური დოლარი – დაახლოებით 11 მილიარდი აშშ დოლარი იყო გამოყოფილი.

გამოცემა Nikkei-ის ინფორმაციით, კომპანიას ახალ ქარხანაში ელექტრომობილების წარმოება სურდა, თუმცა ბაზარზე სუსტი მოთხოვნის გამო სტრატეგიის გადახედვა გადაწყვიტა და ახლა აქცენტს ჰიბრიდულ ავტომობილებზე გააკეთებს.

Honda-მ ახალი საწარმოს შექმნის შესახებ 2024 წელს განაცხადა, თუმცა უკვე 2025-ში პროექტი ორი წლით გადაავადა. ამ დროისთვის კომპანიამ მიწის ნაკვეთი უკვე შეიძინა და კანადის მთავრობასთან ფინანსურ მხარდაჭერაზეც ჰქონდა შეთანხმება მიღწეული.

ამჟამად პროექტთან დაკავშირებული ყველა სამუშაო შეჩერებულია და მისი განახლების ვადები უცნობია.

ქარხნის დაგეგმილი წარმადობა წელიწადში 240 ათასი ავტომობილი უნდა ყოფილიყო, თუმცა კომპანიაში მიიჩნევენ, რომ არსებული ბაზრის პირობებში ელექტრომობილებზე საკმარისი მოთხოვნა ვერ იქნებოდა.

მედიის ინფორმაციით, Honda-მ შესაძლოა პროექტი ჰიბრიდული მოდელების საწარმოებლად გადააკეთოს.

კომპანიამ ელექტრომობილების მიმართულებით სხვა პროექტებიც შეაჩერა. მარტში ცნობილი გახდა, რომ Honda-მა 0 Series-ის ელექტრული პროგრამა შეამცირა, რომლის ფარგლებშიც ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრისთვის ორი ახალი ელექტრომობილის გამოშვება იგეგმებოდა.

ასევე შეჩერდა თითქმის დასრულებული ელექტრომობილის – Afeela-ს ბაზარზე გამოყვანის პროცესი.

ფინანსური ზარალის ფონზე კომპანიამ აშშ-ში არსებული რამდენიმე მოდელის სიცოცხლის ციკლის გახანგრძლივებაც გადაწყვიტა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები