LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Honda-მ ადამიანებისგან ავტომობილი გააკეთა

39

Honda-მ ადამიანებისგან ჯერ მოტოციკლი, შემდეგ კი ავტომობილი გააკეთა. უცნაური არტ-ობიექტი იაპონურმა ავტომწარმოებელმა გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე წარმოადგინა. საინტერესო იდეის განხორციელებაში ბრენდს ორგანიზაცია „Ministry of Fun” დაეხმარა და მისმა მსახიობებმა ჯერ მოდელი Civic Type R, შემდეგ კი მოტოციკლეტი fireblade გამოსახეს.

აღსანიშნავია, რომ ამ ფორმაში აკრობატებმა გარკვეული დროც დაყვეს, რათა დამთვალიერებლებს ინსტალაციის უკეთ შესწავლა მოესწროთ. როგორც „ჰონდას“ წარმომადგენელი აცხადებს,  ამ გზით მათ ავტომობილისა და ადამიანის მჭიდრო კავშირი კიდევ ერთხელ აჩვენეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები