კომპანია Honda-მ ფილმისთვის ”Ghost in the Shell” ფუტურისტული მოტოციკლი ააწყო. მასზე ფილმის მთავარი გმირი, მოტოკო კუსანაგი დაჯდება, რომლის როლსაც სკარლეტ იოჰანსონი ასრულებს.
ფილმისთვის განკუთვნილი მოტოციკლი რეალური Honda NM4-ის ბაზაზე ააწყვეს, მას ცოტათი გარეგნობა შეუცვალეს, კარბონის ჩარჩო და შუქდიოდები დაუმატეს.
დიზაინერები ამბობენ, რომ მათ სურდათ ბაიკი ნეოფუტურიზმის სტილში გაეკეთებინათ.
ფილმის ”Ghost in the Shell” სიუჟეტის მიხედვით იოჰანსონი მაიორ მოტოკო კუსანაგის როლს ასრულებს, რომელიც ელიტურ ოპერატიულ ჯგუფს ხელმძღვანელობს და ყველაზე საშიშ დამნაშავეებსა და ექსტრემისტებს ებრძვის.
აშშ-ში ფილმის პრემიერა 31 მარტს არის დანიშნული.