LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Honda მძღოლის ემოციებზე რეაგირებას ისწავლის

31

კომპანია Honda-მ პროტოტიპი NeuV დააანონსა, რომლის პრემიერაც ელექტრონიკის მომხმარებელთა გამოფენაზე, ლას ვეგასში შედგა. ავტომობილი აღჭურვილი იქნება ტექნოლოგით, რომელსაც მძღოლისა და მგზავრების ემოციებზე რეაგირება შეეძლება.

სიახლე კომპაქტური ავტომობილია, აღჭურვილია ავტოპილოტით და ელექტრონული ძრავით. მასზე ავტომწარმოებელმა Cocoro SB-სთან ერთად იზრუნა.

”ემოციურ” ავტომობილებზე მუშაობა Honda-მ ზაფხულში დაიწყო. მწარმოებელი ვარაუდობს, რომ მომავალში ავტომობილებს არა მხოლოდ ემოციის აღქმა შეეძლებათ, არამედ მძღოლთან ურთიერთობისას გამოცდილებასაც დააგროვებენ. როდის გამოჩნდება ტექნოლოგია სერიულ ავტომობილებზე, უცნობია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები