„ჰონდამ“ პატარებს საშობაო საჩუქარი გაუკეთა. იაპონურმა კომპანიამ და Microsoft-მა ძალები გააერთიანეს და ავადმყოფ ბავშვებს ვირტუალური საშობაო მოგზაურობა მოუწყვეს. კალიფორნიის ბავშვთა საავადმყოფოს პატარა პაციენტებს საშუალება ქონდათ, რომ მარხილით მთელი ქალაქი მოევლოთ. ამისთვის კი მათ პალატის დატოვებაც არ დასჭირდათ. საინტერესო პროექტის განხორციელება ვირტუალური რეალობის სათვალით Oculus Rift-ის დახმარებით გახდა შესაძლებელი. ვიდეოში კარგად ჩანს, თუ რამდენად ემოციური იყო ეს მოგზაურობა ბავშვებისთვის.
შეგახსენებთ, რომ 3D სათვალე წარსულში ავტომობილების მწარმოებელმა სხვა კომპანიამ, კერძოდ კი „აუდიმ“ გამოიყენა და ვირტუალური რბოლა მოაწყო.
https://www.youtube.com/watch?v=AYF3rw8KPFY