LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰონოლულუს მთავრობა ტელეფონიან ქვეითებს დაჯარიმებს

50

ჰავაის შტატის დედაქალაქის, ჰონოლულუს მთავრობა, ქვეითს, რომელიც ქუჩაში სმარტფონით ისარგებლებს, დააჯარიმებს. პირველი დარღვევა 15-დან 35 დოლარამდე ღირს, მეორე 36-დან 75 დოლარამდე, ხოლო მესამე შემთხვევა 75-დან 99 დოლარამდე ძვირდება. New York Times წერს, რომ ახალი კანონი ძალაში უკვე შევიდა. ჰონოლულუ მსოფლიოში პირველი ქალაქია, სადაც ქვეითების მიმართ ასეთი დასჯის მეთოდი შემოიღეს. ქალაქის საბჭოს წევრის, ბრენდონ ელეფანტის განცხადებით, „ეს მნიშვნელოვანი მოვლენა გზებზე უსაფრთხოებას გააუმჯობესებს“.

აღნიშნული კანონის შემოღების მიზეზი 2016 წელს ქვეითების სიკვდილიანობის 10%-იანი ზრდა გახდა. New York Times-ის ინფორმაციით, ეს 1990 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ასევე, აღსანიშნავია, რომ ქვეითები, რომლებიც ტელეფონებით სარგებლობენ, ოთხჯერ უფრო ხშირად არღვევენ წესებს და მათ 18%-ით უფრო მეტი დრო უნდათ ამ დროს გზის გადაკვეთისთვის.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები