LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Huawei „ავტოპილოტის“ განვითარებაში 10 მილიარდ დოლარს დააბანდებს

107
ქირიას NEWS შაბლონი

ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი Huawei გეგმავს, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელოს ინტელექტუალური მართვის სისტემების განვითარებაში. ამის შესახებ სააგენტო Reuters კომპანიის ვიცე პრეზიდენტზე, ცზინ იუჩჟიზე დაყრდნობით წერს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ თანხები მიმართული იქნება კვლევასა და განვითარებაზე, ასევე იმ გამოთვლითი რესურსების გაძლიერებაზე, რომლებიც „ავტოპილოტის“ სისტემების სწავლებისთვისაა საჭირო.

მხოლოდ მიმდინარე წელს ინტელექტუალური მართვის ტექნოლოგიებში ინვესტიცია დაახლოებით 18 მილიარდ იუანს (დაახლოებით 2.6 მილიარდ დოლარს) შეადგენს. აქედან მნიშვნელოვანი ნაწილი – დაახლოებით 10 მილიარდი იუანი გამოთვლითი სიმძლავრეების განვითარებაზე დაიხარჯება.

მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილების მიმართულება ჯერ კიდევ შედარებით მცირე წილს იკავებს Huawei-ის ბიზნესში, ბოლო წლებში კომპანია ჩინური ავტოინდუსტრიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ პარტნიორად ჩამოყალიბდა. ამ სეგმენტში ზრდაც სწრაფია – 2025 წელს კომპანიის შემოსავალი ავტომობილების მიმართულებით 72%-ით გაიზარდა და 45 მილიარდ იუანს (დაახლოებით 6.5 მილიარდ დოლარს) მიაღწია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები