ბუნდესლიგის მე-4 ტურის მატჩში, რომელშიც “შალკემ” შიმ ”მაინცი” 2:1 დაამარცხა, მასპინძელთა ფორვარდი კლას-იან ჰუნტელაარი გერმანიის ჩემპიონატის ანტირეკორდსმენი გახდა.
ჰოლანდიელმა მე-4 წუთზე თერმეტმეტრიანი დარტყმა ვერ გამოიყენა, რომელიც მისთვის ბუნდესლიგის ეგიდით ზედიზედ მეოთხე აღმოჩნდა.
ცნობისთვის, აქამდე მსგავსი რამ ნური შაჰინს, ბრუნო ლაბადიას, მარკო პანტელიჩსა და ჰარი დეჰეივერს მოსვლიათ.