Hyundai-ს ქარხანაში Boston Dynamics-ის ადამიანის მსგავსი რობოტი ამუშავებდა. საუბარია, ახალ რობოტზე რომელიც უახლესი ტექნოლოგიითაა აღჭურვილი. ასეთი „მუშები“ უფრო მობილურები არიან და მოძრაობის შესაძლებლობებით არამხოლოდ წინა რობოტებს, არამედ ადამიანსაც კი სჯობნიან.
მაგალითად, მათ შეუძლიათ სიარული, თავის მოტრიალება და ფეხების თავისუფლად გადადგმა.
ზუსტად რას გააკეთებს ახალი რობოტი Hyundai-ს ქარხანაში, ჯერ არ არის ცნობილი. ბრენდი დუმილს ინარჩუნებს, ისევე როგორც BMW, რომელიც ანალოგიური რობოტების დასაქმებას კარგა ხანია გეგმავს.
საინტერესოა, რომ ახალი Atlas ადამიანზე ბევრად მოქნილია, თავის 180 გრადუსით ტრიალი შეუძლია და ფეხებსაც ბევრად უფრო კარგად იყენებს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში რობოტი მოძრაობის ოპტიმალურ მეთოდს ირჩევს და თავის წინამორბედებს ბევრად სჯობნის.