LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hyundai ახალ მოდელს წარმოადგენს

47

კომპანია Hyundai-მ მეექვსე თაობის, ფლაგმანური სედანის Grandeur-ის ახალი თაობის ფოტოები გამოაქვეყნა. მოდელზე Pre order-ები სამხრეთ კორეაში 2 ნოემბერს დაიწყება.

ახალი ,,ლამაზმანის’’ ტექნიკური მახასიათებლების შესახებ დეტალური ინფორმაცია ამ ეტაპზე საკმაოდ მწირია, თუმცა მოსალოდნელია, რომ მეექვსე თაობის სედანი აგებული იქნება გაცილებით დიდი სედანის – Kia K7/Cadenza-ს ბაზაზე, რომელიც წლის დასაწყისში გამოჩნდა მსოფლიო ასპარეზზე.

ავტომობილი მიიღებს 4 ცილინდრიან აგრეგატს, რომელიც 290 სიმძლავრის იქნება და 6 ცილინდრიან ძრავს, 3.3 ლიტრი ტევადობით, რომელიც რვასიჩქარიან ავტომატიკასთან ერთად იქნება წარმოდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები