Hyundai შექმნის გიგანტურ ყველგანმავალს და ის „Land cruiser“-ის მთავარი კონკურენტი გახდება. სიახლე კორეული მარკის მოდელებს შორის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ საფეხურს დაიკავებს და 8 ადგილიან Palisade-საც კი გადაუსწრებს. კროსოვერი ავსტრალიის, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრებს დაიპყრობს და Toyota-ს მთავარ კონკურენტად გადაიქცევა.
ავსტრალიური გამოცემის „Car Sales”-ის ინფორმაციით, გიგანტური ყველგანმავალი Land Cruiser-ზე გრძელი იქნება. სიახლის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა ყველაზე მოსალოდნელია რომ ის 3,3 ლიტრის თვინ-ტურბოს ძრავს მიიღებს და 510 ცხენის ძალის განვითარება შეეძლება. ზოგიერთ ბაზარზე კი ყველგანმავალის დიზელის ძრავიანი მოდიფიკაციაც იქნება ხელმისაწვდომი.
შეგახსენებთ, რომ სერიული Hyundai Palisade-ს წინამორბედის კონცეპ-ქარის HDC-2-ის პრემიერა ივნისის დასაწყისში შედგა და პროტოტიპმა ავტომოყავრულები თავისი უზარმაზარი ზომებით მოხიბლა.