Hyundai–მ ყველაზე „ცხელი“ სუპერქარის პრემიერა დააანონსა. „5 კარიან კუპე“ i30 Fastback N–ს საზოგადოება 26 სექტემბერს, რომი–პარიზის ჩქაროსნული რბოლის დროს იხილავს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული რბოლის დროს ცნობილი პილოტები – გაბრიელა ტარკვინი და ტერი ნიუვილი სიჩქარის ახალი რეკორდის დამყარებას გეგმავენ. რაც შეეხება ახალ Hyundai–ის, მის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება. სავარაუდოდ, ის ჰეტჩბეკ i30N–ის ბაზაზეა აწყობილი და აგრეგატიც მისი მსგავსი ექნება. რაც იმას ნიშნავს, რომ სუპერქარს 2 ლიტრის მოცულობის ტურბო ძრავი ექნება და 275 ცხენის ძალის განვითარებას შეძლებს. დასაწყისისთვის აგრეგატი „6 საფეხურიან“ გადაცემათა კოლოფთან ერთად იმუშავებს, მომავალში კი მას რობოტიზირებული სისტემა ჩაანაცვლებს. 0-დან პირველი „ასეულის“ ასაკრეფად „ცხელ“ სიახლეს 6,2 წამი დასჭირდება, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კმ/სთ იქნება.

