LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hyundai-ს მინივენი ბორბლებიან სახლად აქციეს

92

კომპანია Hyundai-მ ბორბლებიანი სახლი წარმოადგინა, რომელიც განახლებული მინივენის Grand Starex-ის ბაზაზეა აწყობილი.

კემპერი აღჭურვილია გადასაწევი ტენტით, სალონში ფილმების საყურებლად განკუთვნილი პროექტორით, ტყავის სავარძლებით, მაცივრით, დასაკეცი მაგიდით, ღუმელითა და პროდუქტების შესანახი სპეციალური სათავსოთი. ავტომობილის უკანა ნაწილში საშხაპეა მოთავსებული 50 ლიტრიანი წყლის ავზით.

დამატებით, კემპერის დაკომპლექტება შესაძლებელია ვიდეოპროექტორით, 50 დიუიმიანი ტელევიზორითა და მოძრავი მწერების ბადით. გარდა ამისა, ავტომობილზე შესაძლებელია მზის პანელის დაყენება, რომელიც სათადარიგო ელემენტს მიაწვდის კვებას.

კემპერი აღჭურვილია 2,5 ლიტრის მოცულობის ძრავით, რომელიც 176 ცხენის ძალას ავითარებს. ის ის ხუთ საფეხურიან ავტომატთან ერთად მუშაობს. თანხის დამატების შემთხვევაში შესაძლებელია სრული ამძრავის შეკვეთაც. სამხრეთ კორეაში მისი ფასი 51 მილიონი ვონია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები