LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hyundai-ს თქმით, კლიენტებს სენსორული ეკრანები ძალიან აღიზიანებთ

108
Hyundai-ს თქმით, კლიენტებს სენსორული ეკრანები ძალიან აღიზიანებთ

Hyundai-მ აღიარა, რომ კლიენტებს ძალიან აღიზიანებთ სენსორული ეკრანები. Hyundai-ს დიზაინის ჩრდილო-ამერიკულმა ცენტრმა ღია კარის დღე მოაწყო. პრეს-კონფერენციის დროს ახალ პროდუქტებზე თითქმის არ უსაუბრიათ, თუმცა ვიცე-პრეზიდენტმა ძველ პროდუქტებზე, ტრენდებსა და დიზაინზე ნამდვილად ბევრი ილაპარაკა. აღმოჩნდა, რომ ტრადიციულ ღილაკებთან დაბრუნება ამერიკელ მყიდველთა გამოხმაურებით აიხსნება.

„როდესაც ჩვენს ავტომობილებში ინტეგრირებული ეკრანების დამატება დავიწყეთ, სენსორული ელემენტების გამოყენებაც გვინდოდა, თუმცა ხალხს ეს არ მოეწონა“, – აზუსტებს ვიცე-პრეზიდენტი ჰა ჰაკ სუ. თავიდან Hyundai აღფრთოვანებული იყო „ტესლას“ სტილში შესრულებული მედია სისტემით, თუმცა საბოლოოდ საწყისებთან დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

კორეულმა ფირმამ ფოკუს-ჯგუფს ტესტირება ჩაუტარა და აღმოჩნდა, რომ მძღოლები სტრესს და გაღიზიანებას განიცდიან, როცა ექსტრემალურ სიტუაციაში რაღაცის ჩართვას ცდილობენ და ამას ვერ აკეთებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები