LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hyundai თავის პირველ სპორტქარს გამოუშვებს

115

Hyundai-ის სპორტულ განყოფილება N-ს სულ მალე თავისი პირადი მოდელი გაუჩნდება. ფლაგმანი სპორტქარის გამოშვება ბრენდის ხელმძღვანელობამ უკვე დაადასტურა და ისიც აღნიშნა, რომ სიახლე ექსპერიმენტული RM16 N-ის შთაგონებით შეიქმნება. ავტომწარმოებელმა ისიც დაამატა, რომ სიახლე განასკუთრებული ავტომობილი იქნება, ძალიან ეგზოტიკური და Hyundai-ითვის ერთობ უჩვეულო. წინასწარი ინფორმაციით, N-სუპერქარი ორადგილიანი იქნება და თუ რამდენი ეგზემპლარი გამოვა ბაზარზე ჯერ-ჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის დასაწყისში Genesis-მა Ferrari-ისა და Porshce-ს კონკურენტის გამოსვლა დააანონსა. ავტომობილის დიზაინი ორადგილიანი კუპეს სტილში იქნება შესრულებული. სუპერქარს მოძრაობაში ჰიბრიდის აგრეგატი მოიყვანს და ის ბენზინის და რამდენიმე ელექტროძრავისგან იქნება შედგენილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები