LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონელებმა ახალი Suzuki Jimny დააპატარავეს

146

იაპონურმა Liberty Walk-მა ახალი Suzuki Jimny-ის ფოტოები გამოაქვეყნა, ავტომობილი Mercedes-Benz G-Class-ის სტილშია გადაწყვეტილი. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კომპაქტურ G Mini-ს დიზაინში სიახლე – ბამპერი, სპოილერი და დისკებია.

ავტომობილის დებიუტი წლის ბოლოსთვის შედგება და დეტალური ტექნიკური მაჩვენებლები სწორედ მაშინ გახდება ცნობილი.
Liberty Walk-მა წლის დასაწყისში Lamborghini Miura-ს კლასიკური კუპე წარმოადგინა, სპორტ-ქარი კორპორატიული სტილის შესაბამისად Ford GT40-ის ბაზაზე აეწყო.

გასული წლის სექტემბერში კი Liberty Walk-მა Nissan GT-R-ის ბაზაზე შექმნილი Daihatsu Copen-ი შესთავაზა მომხმარებელს, იაპონელებმა ტექნიკური მაჩვენებლები უცვლელი დატოვეს, Nissan GT-R – ს Copen-ის მსგავსად 660 კუბიანი სამცილინდრიანი ტურბო ძრავი და 64 ცხენის ძალა აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები