LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონელებმა ნამდვილი ავტობოტი-ტრანსფორმერი გააკეთეს

103

იაპონური კომპანია Brave Robotics-ის ინჟინრებმა Asratec-თან ერთად რობოტი-ტრანსფორმერი ააწყვეს, რომელსაც ერთ წუთში შეუძლია ორ ადგილიან ავტომობილად გადაიქცეს. რგოლი, სადაც „ავტობოტის“ შესაძლებლობებია წარმოდგენილი, YouTube-ზე, ფირმის არხზეა განთავსებული.

რობოტს J-deite RIDE ქვია, მისი სიმაღლე 4 მეტრია, სიგანე, სადამდეც ის ტრანსფორმიდება 3,8 მეტრს აღწევს. „ავტობოტის“ მართვა დისტანციურად, ან სამგზავრო ნაწილიდან ხდება.

Brave Robotics-მა რობოტის აპარატული ნაწილი შეიმუშავა, მათ შორის უნიკალური მექანიზმიც, რაც მას ტრანსფორმირების საშუალებას აძლევს. პროგრამული ნაწილი კი, რომელის წყალობითაც J-deite RIDE სიარულს ახერხებს, Asratec-ის დამსახურებაა.

თეორიულად, J-deite RIDE 100 მეტრ/საათით გადაადგილდება, ხოლო ავტომობილად გარდასახვისას, ადამიანების გადაყვანაც შეუძლია. თუმცა, რობოტის შემქმნელები აცხადებენ, რომ ანგარის მიღმა მისი ტესტირება ჯერ არ მომხდარა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები