LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონელმა ქალებმა სიცოცხლის ხანგრძლივობით ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარეს

108
longest-life-expectancy-countrie

იაპონიაში 2024 წლის მონაცემებით, ქალების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 87,13 წელია, ხოლო კაცების – 81,09 წელი. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Kyodo News ავრცელებს.

მიუხედავად იმისა, რომ მაჩვენებელი 2023 წელთან შედარებით მხოლოდ 0,01 წლით გაიზარდა, ეს საკმარისი აღმოჩნდა, რათა იაპონელი ქალები უკვე მე-40-ედ გამხდარიყვნენ მსოფლიოში სიცოცხლის ხანგრძლივობის რეკორდსმენები.

რაც შეეხებათ იაპონელ მამაკაცებს, ისინი გლობალურ რეიტინგში მეექვსე ადგილზე არიან – წინ უსწრებენ შვედები, შვეიცარიელები და ნორვეგიელები.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში უხუცესი ადამიანის ტიტულთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია არსებობს. მაგალითად, მარტში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ბრაზილიაში მცხოვრები დეოლირა და სილვა 120 წლისაა და მისი ოჯახი აპირებს, იგი ოფიციალურად დაარეგისტრიროს როგორც ყველაზე ხანდაზმული ადამიანი პლანეტაზე. სხვა შესაძლო რეკორდსმენი კი 115 წლის ბრიტანელი ეთელ კატერჰემია, რომელიც თავის საიდუმლოდ „კონფლიქტების თავიდან აცილებას და იმას ასახელებს, რომ ცხოვრობს ისე, როგორც სურს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები