LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონიამ შესაძლოა რუსეთში ძვირადღირებული ავტომობილების შეტანა აკრძალოს

52
cars

იაპონიას, აშშ-სა და ევროპის მსგავსად რუსეთში ავტომობილების ექსპორტის შეზღუდვა სურს. საუბარია ძვირადღირებულ ავტომობილებზე, რომლებიც სხვა ფუფუნების საგნებთან – საიუველირო ნაწარმთან და ხელოვნების ნიმუშებთან ერთად აკრძალული ტვირთის სიაში მოხვდება. თუ როგორი იქნება ავტომობილების ღირებულების ზღვარი ჯერ-ჯერობით არ ზუსტდება, თუმცა აკრძალვა წესით, ამ კვირიდანვე უნდა ამოქმედდეს.

სანქციების ახალი პაკეტის შესახებ განცხადება იაპონიის პრემიერ-მინისტრმა დიდი შვიდეულის შეხვედრაზე გააკეთა. გარდა ლუქს კლასის პროდუქტის აკრძალვისა, იაპონია სანქციების სიაში რუს ფიზიკურ და იურიდიულ პირებსაც დაამატებს.

შეგახსენებთ, რომ ახალი Toyota და Lexus რუსეთში მარტის დასაწყისიდან აღარ შეუტანიათ, მაშინ კონცერნმა რუსული ქარხნებიც გააჩერა და ექსპორტიც გაყინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები