LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონიამ უცხოელებისთვის საზღვრები გახსნა, თუმცა მხოლოდ კონკრეტული ჯგუფისთვის

44
httpss3-ap-northeast-1.amazonaws.compsh-ex-ftnikkei-3937bb4images641437254146-6-eng-GBCropped-1636094652photo-SXM2021110200008816

იაპონიის მთავრობამ უცხოელი მოქალაქეების ერთი კატეგორიისთვის საზღვრები გახსნა.

ნოემბრის დასაწყისიდან ქვეყანაში შესვლა შეუძლიათ იმ ადამიანებს, ვისაც სამსახურებრივი მიზეზი აქვს, ბიზნეს-შეხვედრაზე მიდის ან კულტურულ ღონისძიებას უნდა დაესწროს. ამასთან, აუცილებელია შესაბამისი დოკუმენტების ქონა, რომელიც კომპეტენტური სამინისტროს მიერ უნდა იყოს გაცემული და ეს ქაღალდები მასპინძელმა მხარემ წინასწარ უნდა მოამზადოს.

იაპონიაში შესაბამისი მიზეზით მიმავალ უცხოელებს თან ვაქცინაციის სერტიფიკატი და ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული პსრ-ტესტის უარყოფითი პასუხიც უნდა ქონდეთ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, 3-დღიანი კარანტინის გავლა ყველასთვის სავალდებულო იქნება.

აღსანიშნავია, რომ იაპონიაში სამოგზაუროდ ტურისტული ვიზები ან ახლობლების მოსანახულებლად ვიზა ჯერჯერობით არ გაიცემა. ამასობაში კი ქვეყანაში მოხვედრას 500 ათასამდე ადამიანი ელის, მათ ვიზებიც აქვთ, თუმცა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვა სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები