იაპონიის ავტო იმპორტის სტატისტიკაში უჩვეულო ტრენდი დაფიქსირდა: აპრილში, პირველად ისტორიაში – იმპორტით ლიდერი იაპონური კომპანია Suzuki გახდა. გამოცემა Asia Nikkei-ს მონაცემებით, Suzuki-მ აპრილში იაპონიაში 3,990 ავტომობილი შემოიტანა, ამით კი Mercedes-Benz-ს (3,202) და BMW-ს (2,575) გადაუსწრო.
წარმატების მიზეზი გახდა ხუთკარიანი Jimny Nomade, რომელიც იაპონიაში ინდოეთიდან ჩამოაქვთ. ამ მოდელზე მოთხოვნა გაცილებით აჭარბებს მიწოდებას.
Suzuki წლის დასაწყისში იძულებული გახდა Jimny-ის გაყიდვები შეეჩერებინა, რადგან წინასწარი შეკვეთების რაოდენობამ ბევრად გადააჭარბა საწარმოო შესაძლებლობებს.
დაგეგმილი იყო თვეში დაახლოებით 1,200 ერთეულის იმპორტი. რეალურად სამჯერ მეტი ავტომობილი შემოდის და მიუხედავად ამისა, მაინც ვერ აკმაყოფილებს მომხმარებლების მოთხოვნას.
იმპორტი ამ თვეში 2024 წელთან შედარებით 83-ჯერ გაიზარდა!
რატომ ყიდულობენ იაპონელები ინდურ ავტომობილებს?
იაპონიაში ნულოვანი იმპორტის გადასახადი ჯერ კიდევ 1978 წლიდან მოქმედებს.
ადგილობრივი მწარმოებლები უცხოური წარმოების მოდელებზე გადადიან, რათა ხარჯები შეამცირონ.
Honda უკვე ყიდის ჩინეთში აწყობილ Odyssey-ს და ინდურ WR-V-ს, მაგრამ ნამდვილ ჰიტად იქცა ინდურ ქარხნებში წარმოებული Suzuki Jimny.