LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონიაში ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერი ხელოვნური ინტელექტი გახდა

111
000_36324n3

ახალგაზრდა იაპონურმა პოლიტიკურმა პარტიამ განაცხადა, რომ ხელოვნურ ინტელექტს დანიშნავს ლიდერად მას შემდეგ, რაც მისმა არაორდინარულმა დამფუძნებელმა არჩევნების წაგება ვერ აიტანა.

როგორც გამოცემა Japan times წერს, პარტია „გზა აღორძინებისკენ“ იანვარში პატარა ქალაქის აკიტაკას ყოფილმა მერმა შინჯი იშიმარუმ შექმნა. პარტია ჯერჯერობით არ ფლობს პოლიტიკურ პლატფორმას და მისი წევრები დღის წესრიგს თავისუფლად ადგენენ.

არჩევნების წაგების შემდეგ შინჯიმ დაკავებული თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა.

„ახალი ლიდერი იქნება ხელოვნური ინტელექტი,“ – განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა წევრმა კოკი ოკუმურამ, ხელოვნური ინტელექტის კვლევის დოქტორანტმა სტუდენტმა. კოკიმ ასევე დაამატა, რომ ის ლიდერის მთავარი თანაშემწე იქნება. ხოლო რაც შეეხება ხელოვნურ ინტელექტს, მასთან დაკავშირებული დეტალები ჯერ კიდევ გადასაწყვეტია, მათ შორის როდის და როგორ უნდა მოხდეს მისი დანერგვა.

ოკუმურას თქმით, ხელოვნური ინტელექტი არ განსაზღვრავს პარტიის წევრების პოლიტიკურ საქმიანობას, არამედ კონცენტრირდება გადაწყვეტილებებზე, როგორიცაა მაგალითად ფინანსების თუ რესურსების განაწილება წევრებს შორის.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მედიის ყურადღებისა, “გზა აღორძინებისკენ“ პარტიას მანდატების მოპოვება უჭირს.

ივნისში ტოკიოს ასამბლეის არჩევნებში მისი ყველა კანდიდატი დამარცხდა. ასევე ივლისში, ზედა პალატის არჩევნებშიც ვერ შეძლო ვერც ერთმა კანდიდატმა გამარჯვება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები