LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონიაში კაცი პოლიციელებს ბუჩქებში დაემალა და შემდეგ საპატრულო მანქანა გაიტაცა

108
იაპონიაში კაცი პოლიციელებს ბუჩქებში დაემალა და შემდეგ საპატრულო მანქანა გაიტაცა

იაპონიაში 52 წლის მამაკაცმა ჯერ სახლი დააზიანა, შემდეგ კი პოლიციელებს ბუჩქებში დაემალა და საბოლოოდ მათი საპატრულო მანქანა მოიპარა.

ინციდენტი კვირა დილას, 29 ივნისს, ქალაქ ოგაკიში, გიფუს პრეფექტურაში მოხდა. დაახლოებით დილის 5:30 საათზე, პოლიციაში ქალმა დარეკა და აცნობა, რომ მისი ძმა, ტაკაჰირო მივა, „სახლში აგრესიულად იქცეოდა, თითქმის უმართავი იყო“. ადგილზე მისულმა პატრულმა მამაკაცი სახლის შესასვლელთან შენიშნა.

მივამ პოლიციის მანქანა დაინახა თუ არა ბუჩქებში გადახტა და დაიმალა. სამართალდამცავები მანქანიდან გადმოვიდნენ და გაქცეულის საპოვნელად გაემართნენ. თუმცა, რამდენიმე წუთში იაპონელი თვალთახედვის არედან დაკარგეს. უკან დაბრუნებულებმა აღმოაჩინეს, რომ ადგილზე აღარ იყო არც საპატრულო ავტომობილი.

10 წუთის შემდეგ, შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 2 კილომეტრში, პოლიციამ გატაცებული მანქანა გააჩერა. საჭესთან ტაკაჰირო მივა იჯდა. მამაკაცი იქვე დააკავეს.

მომხდარი ადგილობრივ მედიასაშუალებებმა უკვე შერაცხეს იაპონიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ ინციდენტად, როცა დამნაშავემ ჯერ სახლის განადგურება სცადა, შემდეგ პოლიციას ბუჩქებში დაემალება და ბოლოს მათი მანქანის გატაცებაც მოინდომა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები