LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონიაში მძღოლებს საწვავის დაზოგვისკენ მოუწოდეს

107
ქირიას NEWS შაბლონი

იაპონიის ხელისუფლებამ ავტომობილების მძღოლებს მიმართა თხოვნით, გახდნენ უფრო ეკონომიურები  და საწვავის მოხმარება შეამცირონ. შესაბამისი განცხადება ქვეყნის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში გააკეთა.

ინიციატივის მიზეზად ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბული ვითარება სახელდება, რაც გლობალურ ენერგომომარაგებაზე შესაძლოა ნეგატიურად აისახოს. მიუხედავად ამისა, იაპონიის მთავრობა ხაზს უსვამს, რომ ქვეყნისთვის საწვავის დეფიციტი ამ ეტაპზე მოსალოდნელი არ არის.

ხელისუფლება მძღოლებს მოუწოდებს გამოიყენონ “ეკო-რეჟიმი”, რომელიც ამცირებს საწვავის ხარჯს, ასევე მოერიდონ მკვეთრ აჩქარებას და უქმად ძრავის ხანგრძლივ მუშაობას.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული რეკომენდაციები სავალდებულო არ იქნება – ხელისუფლება არ გეგმავს რეგულაციების გამკაცრებას და გადაწყვეტილებას თითოეული მძღოლის ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას მიანდობს.

პარალელურად, იაპონიამ უკვე დაიწყო ნავთობის სტრატეგიული რეზერვების გამოყენება შიდა ბაზრის სტაბილიზაციისთვის და ცდილობს მიწოდების დივერსიფიკაციას – მათ შორის იმპორტის გაზრდას შეერთებული შტატებიდან და აზერბაიჯანიდან.

მთავრობის შეფასებით, მიღებული ზომები საკმარისი იქნება, რათა 2026 წლის განმავლობაში საწვავის დეფიციტი თავიდან იქნას აცილებული, თუმცა გლობალური ენერგეტიკული რისკები კვლავ ყურადღების ცენტრში რჩება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები