იაპონიაში, კიოტოს რკინიგზის სადგურზე დარჩენილმა ტკბილეულით სავსე ყუთმა მატარებლების მოძრაობა რამდენიმე საათით შეაჩერა და უსაფრთხოების ნორმების გამკაცრების ფონზე ნამდვილი ქაოსი გამოიწვია. როგორც ტელეარხი NHK აზუსტებს, საქმე საერთაშორისო გამოფენა ექსპო-2025-ის გახსნის ცერემონიას ეხება, რომლის გამოც სამართალდამცავები ყველაფერს კიდევ უფრო მეტი ყურადღებით აკონტროლებენ.
ადგილობრივი დროით, დილის 7 საათისთვის სადგურის თანამშრომელმა პოლიციაში დარეკა და მეოთხე და მეხუთე პლატფორმის კვეთაზე დატოვებული საეჭვო ნივთის შესახებ შეატყობინა.
როგორც გამოცემა აზუსტებს, ყუთი რომლის სიგანეც 50 სანტიმეტრი, სიგრძე და სიმაღლე კი დაახლოებით 40 სანტიმეტრი იყო, ყვითელი ფერის საიზოლაციო ლენტში იყო გახვეული.
ადგილზე მისულმა გამნაღმველებმა დაადგინეს, რომ ყუთში მოთავსებული იყო ტკბილეული და სხვა ნივთები, რომელიც არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენდა.