LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონიაში Toyota-ს გაყიდვებმა იკლო და აი რატომ

109
იაპონიაში Toyota-ს გაყიდვებმა იკლო და აი რატომ

იაპონიაში Toyota-ს გაყიდვები საგრძნობლად შემცირდა და აი რატომ. 2024 წლის ბოლოს, ბრენდის პროდუქციაზე მოთხოვნა შიდა ბაზარზე თითქმის 20%-ით შემცირდა, 1,85 მილიონ ერთეულამდე. Toyota-ს მიმართ იაპონელთა ასეთი გულგრილობის მიზეზი რამდენიმეა. პირველი – დიზელის ძრავებთან დაკავშირებული მაქინაციების შესახებ საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი. მეორე ავტომობილების სერტიფიცირების დროს დარღვევების შესახებ გახდა ცნობილი, რის გამოც ბევრი მოდელის კონვეიერის გაჩერება გახდა საჭირო, მათ შორის ძალიან პოპულარული Prius-ის.

იაპონიაში გაყიდვების ვარდნამ ზოგად სტატისტიკაზე იქონია გავლენა: 2024 წლის შეჯამებით Toyota-მ 10,8 მილიონი ავტომობილის რეალიზება შეძლო, რაც 2023 წლის შედეგებთან შედარებით 3,7%-ით ნაკლებია. თუმცა, ამას არ შეუშლია ავტო გიგანტისთვის ხელი მსოფლიო რეიტინგში პირველობა შეენარჩუნებინა. Toyota-ს ავტომობილი წარმატებით იყიდება მთავარ ბაზარზე აშშ-ში (+5,3%), იზრდება მოთხოვნა ევროპაშიც (+3.6%) და ახლო აღმოსავლეთში (+3.2%).

წარუმატებელი იყო წელი აზიაში – გაყიდვები დაეცა ჩინეთში (-6.9%), ინდონეზიაში (-9.5%) და ტაილანდში (-17.1%) – ამ ქვეყნებში ჩინურ ბრენდებთან კონკურენცია ძლიერდება.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები