LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონიაში წლის ავტომობილი აირჩიეს

60

იაპონური კონკურსის, “წლის ავტომობილის” ორგანიზატორებმა გამარჯვებული აირჩიეს. საუკეთესო ავტომობილად სედანი “Subaru Impreza” დაასახელეს, რომელმაც მეორე და მესამე ადგილზე გასულ “Toyota Prius”-სა და “Audi” A4-ს აჯობა.

ახალი ”Impreza” მარტში ნიუ-ორკის მოტორშოუზე გამოჩნდა, იაპონიაში მოდელის გაყიდვები 13 ოქტომბერს დაიწყო, ერთი თვის შემდეგ კომპანიამ 11 000 შეკვეთა მიიღო. ეს მაჩვენებელი კი ”სუბარუს” თავდაპირველ გეგმებს ოთხჯერ აღემატებოდა. მწარმოებელი ირწმუნება, რომ შეკვეთების 51% სხვა ბრენდების მფლობელებისგან მიიღეს.

გასულ წელს კონკურსის გამარჯვებული როდსტერი Mazda MX-5 გახდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები