LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონიაში წლის ავტომობილი აირჩიეს

72

იაპონიაში კონკურს „იაპონიის წლის ავტომობილის“ შედეგები შეაჯამეს. პირველი ადგილი შვედურმა მარკამ აიღო.

2017-18 წლების სეზონის საუკეთესო ავტომობილად იაპონიაში ახალი თაობის ქროსოვერი Volvo XC60 დაასახელეს. ყველგანმავალმა 294 ქულა დააგროვა. შვედურმა ავტომობილმა ისეთი თვისებების გამო გაიმარჯვა, როგორებიცაა: კომფორტი, ფუნქციონალურობა, დიზაინი და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემების არსებობა.

მთლიანობაში კონკურსის შედეგები ასე გამოიყურება:

Volvo XC60 – 294

BMW 5 Series – 242

Toyota Camry – 232

Suzuki Swift – 210

Honda N-Box/N-Box Custom – 189

Lexus LC – 115

Alfa Romeo Julia – 89

Mazda CX-5 – 83

Citroen C3 – 35

Volkswagen Tiguan – 11

კონკურსის ფარგლებში ასევე სამი სპეციალური ჯილდოც დაწესდა. იაპონიის ყველაზე ინოვაციური ავტომობილი ჰიბრიდი Toyota Prius PHP გახდა, ყველაზე ემოციური დიზაინის მქონე ავტომობილი კუპე Lexus LC აღმოჩნდა, ხოლო საუკეთესო კომპაკტვენად Honda N-Box დაასახელეს. ამასთან, ტოიოტას განსაკუთრებული პრიზი გადაეცა იმისათვის, რომ უკვე ათი მილიონი ჰიბრიდული ავტომობილის რეალიზაცია მოახდინა.

ყველაზე ღირსეულ ავტომობილებს 60 ჟურნალისტისგან და ექსპერტისგან შემდგარი ჟიური არჩევდა. იაპონიაში, წლის საუკეთესო ავტომობილის გამოსავლენად კონკურსი 1980 წლიდან ტარდება. იმისათვის, რომ ავტომობილმა კონკურსში მიიღოს მონაწილეობა, რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს, მაგალითად იაპონიის ბაზარზე უნდა არსებობდეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ხოლო გაყიდვების მოცულობა 500 ერთეულზე ნაკლები არ უნდა იყოს. გასულ წელს იაპონიის წლის ავტომობილი Subaru Impreza გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები