ზლატან იბრაჰიმოვიჩი: ’7 ივნისს მნივნელოვან განცხადებას გავაკეთებ. ეს იქნება ბომბი.
შვედეთის ნაკრების თავდასხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომელმაც პსჟ სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა, დააანონსა, თუ როდის გამოაცხადებს მომავალი გუნდის შესახებ.
”მნიშვნელოვან განცხადებას გავაკეთებ 7 ივნისს. ეს იქნება ამ ზაფხულის ნამდვილი ბომბი”, – თქვა იბრამ.
ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 34 წლის შვედი ”მანჩესტერ იუნაიტედთან” ერთწლიან კონტრაქტს მოაწერდა ხელს, 17 მილიონი ევროს წლიური ხელფასით.