პსჟ-ს ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სტოკჰოლმში ეკლესია იყიდა. შენობა, რომლის ფართიც ათასი კვადრატული მეტრია, ფეხბურთელს 12,5 მილიონი ევრო დაუჯდა.
ზლატანი კათოლიკეა, ახალი შენაძენის, ანუ ევანგელისტური ეკლესიის გადაკეთებას კი საცხოვრებელ აპარტამენტად გეგმავს. სპორტსმენის განკარგულებაში ასევე არის ვილები სტოკჰოლმსა და ფლორიდაში და ბინა ნიუ იორკში.
საფრანგეთის ჩემპიონატში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა 7 მატჩი ითამაშა, 7 გოლი გაიატა და 4 საგოლე პასი შეასრულა.