სტოკის მეკარემ ისეთივე ფორმით ითამაშა, როგორიც გორდონ ბენქსს ქონდა. ეს ლეგენდარული მეკარის ხსოვნისთვის გაკეთდა.
12 თებერვალს გორდონ ბენქსი გარდაიცვალა – ინგლისის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მეკარე, 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონი და „ათასწლეულის სეივის“ ავტორი (პელეს აუღო). ბენქსი ძალიან დიდი ხანი დარჩება ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარეებს შორის.
1967-დამ 1973 წლამდე ბენქსი „სტოკში“ გამოდიოდა, სადაც კლუბის ლეგენდა გახდა.
„სტოკის“ სტადიონის სიახლოვეს ბენქსის ქანდაკება დგას. გახსნაზე პელეც მივიდა.
„სტოკმა“ მაგარი რამ მოიფიქრა. შაათის მატჩზე ჯეკ ბატლენდმა სპეციალური ფორმა ჩაიცვა. ლოგოს, სპონსორის, გვარის გარეშე, მხოლოდ ნომერი. ასეთით თამაშობდა დიდი მეკარე. ფერიც შეინარჩუნეს.
„სტოკის“ ტექნიკური სპონსორი იტალიური კომპანია Macron-ია. მან დაუმზადა ბატლენდს სპეციალური ფორმა „ასტონ ვილასთან“ მატჩისთვის.
მატჩის დაწყებამდე წუთერი დუმილი იყო.
აი ბატლენტის სათამაშო ეპიზოდის ფოტო.
ფორმის ნაწილები – წარწერა „გორდონ ბენქსი, 30/12/1937 – 12/02/2019“.
იდეამ გაამართლა – სოცქსელებში დიდი აღრფთოვანებაა.
„სტოკისა“ და „ასტონ ვილას“ თამაში 1:1 დამთავრდა. ეს პატარა ბიჭი, რომელსაც ალბათ მკაფიოდ განუმარტეს ვინ იყო ბენქსი, კმაყოფილი დარჩა.