LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იდეალური დასვენების ჰოროსკოპი: როგორ ატარებენ ზოდიაქოს ნიშნები შვებულებას?

96

როგორც იქნა ზაფხული და შვებულებების სეზონი მოვიდა! გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს და გაიგებთ, რას ნიშნავს ზოდიაქოს ცალკეული ნიშნებისთვის იდეალური დასვენება.

თხის რქა

თხის რქისთვის იდეალურად ინტელექტუალური შვებულება ითვლება, ამიტომ მომავალ დასვენებას ის ყოველთვის დიდი ხნით ადრე გეგმავს და ზოდიაქოს სხვა ნიშნებისგან განსხვავებით მოგზაურობიდან არა სუვენირები, არამედ ცოდნა და სულ ცოტა ერთი უცხო ენა ჩამოაქვს.

მერწყული

მერწყულს ძალიან არ უყვარს მარტო დასვენება, ამიტომ შვებულებას ყოველთვის ახლობლებთან ატარებს. გარდა ამისა, მას ეგზოტიკური ქვეყნები იზიდავს და ნაკლებად აინტერესებს უკვე კარგად ნაცნობი ტურისტული მარშრუტები.

თევზები

თევზებითვის იდეალური შვებულება სხვების მიერ ორგანიზებული დასვენებაა, რადგან მათ მიერ დაგეგმილი შვებულება სავარაუდოდ არასდროს შედგება. თევზებს კომფორტი უყვართ და უპირატესობას ფეშენებელურ სასტუმროებს ანიჭებენ, სადაც მომსახურებაც მაღალ დონეზეა და საკუთარ გურმანულ სურვილებსაც თავისუფლად დაიკმაყოფილებენ.

ვერძი

ვერძს ყოველთვის მოდური კურორტებზე უნდა დასვენება, თუმცა, მალე ბეზრდება და თავგადასავლებიც იწყება. თუ ზოდიაქოს ამ ნიშანთან ერთად აპირებთ შვებულების გატარებას, მზად იყავით, რომ სპონტანური ვერძი თვითონაც ადვილად გაებმება გაუგებრობაში და თქვენც აუცილებლად გაგაბამთ.

კურო

შვებულებაში კუროს ყველაფრის ერთდროულად კეთება უყვარს. ის პლაჟზე ნებივრობასაც ასწრებს, შოპინგის მოწყობასაც და არც კულტურული პროგრამა ავიწყდება, თუმცა, მაქსიმალისტი კურო მაინც ყოველთვის უკმაყოფილოა და სახლში დაბრუნებული ყოველთვის ბევრს წუწუნებს.

ტყუპები

ტყუპებისთვის იდეალური დასვენება ახალი ნაცნობების შეძენაა, ამიტომ აბსოლუტურად უცხო ქვეყანაშიც ადვილად ამყარებენ კონტაქტს ადგილობრივებთან და მთელ დროს სტუმართმოყვარე მასპინძლებთან და რაც მთავარია, მათ ხარჯზე ატარებენ.

კირჩხიბი

კირჩიბს არაფერი ახალი არ უყვარს, ამიტომ დასვენებაც სახლში ან უკიდურეს შემთხვევაში აგარაკზე ურჩევნია, სადაც გარემოც კარგად ნაცნობია და ახლობლებიც ყოველთვის გვერდით არიან.

ლომი

ლომი შვებულებაში ყოველთვის უზარმაზარი ბაგაჟით დადის და არც საკუთარი გარდერობის დემონსტრირებას ერიდება. მისთვის მთავარი პუბლიკაა, ამიტომ თავს არიდებს ოჯახურ სასტუმროებს და  უპირატესობას იმ მოდურ ჰოტელებს ანიჭებს, სადაც რესპექტაბელურ საზოგადოებასთან ერთად შეძლებს გართობას.

ქალწული

ქალწულს ნებისმიერი შვებულების ისეთ კოშმარად ქცევა შეუძლია, რომ მერე კიდევ ერთი შვებულება ჭირდება, დასვენებისა და გადატანილი შოკისგან გონზე მოსასვლელად. მართალია, ის ყოველთვის დეტალურად გეგმას შვებულებას და დარწმუნებულია, რომ დაგეგმილ კურსს არასდროს ასცდება, მაგრამ გაუთვალისწინებელი წვრილმანიც საკმარისა, რათა ქალწულმა გონიერება დაკარგოს და თვითონ აურიოს ყველაფერი რაც მანამდე დაგეგმა.

სასწორი

მგრძნობიარე სასწორს დასვენება სხვებზე მეტად ჭირდება, ამიტომ ნებისმიერი, თუნდაც რამდენიმედღიანი შვებულება მისთვის ბედნიერებაა და მნიშვნელობა არ აქვს სად გაატარებს მას, მშობლიურ აგარაკზე თუ უცნობ ეკზოტიკურ ქვეყანაში.

მორიელი

მორიელისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს სად დაისვენებს. მისთვის მთავარი არა ადგილის შეცვლა, არამედ საკუთარი თავის ტრანსფორმირება და შვებულებიდან განახლებული დაბრუნებაა, თუმცა, ახლის შეძენის იმედით დაწყებული შვებულება, ჩვეულებრივ იმედგაცრუებით მთავრდება.

მშვილდოსანი

შვებულებისთვის მშვილდოსანი ყოველთვის დიდხანს ემზადება და გეგმებიც გრანდიოზული აქვს. მის მარშრუტში როგორც წესი, ის ეგზორიკური ადგილებია მონიშნული, სადაც ადამიანის ფეხი ჯერ არ დადგმულა. თუმცა, საბოლოოდ ყველაფერი ბევრად მოკრძალებული აგარაკით სრულდება, სადაც მშვილდოსანი მთელ დროს ისევ მომავალი შვებულების დაგეგმვაში ატარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები