ტაქსო-პარკის შექმნა და ტაქსების ლიცენზირება უახლოეს მომავალში არ იგეგმება.
როგორც ”ფორტუნას” თბილისის ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ განუცხადა, ამ დროისთვის აღნიშნულ საკითხზე არც მუშაობა მიმდინარებს.
”ამასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს და არც რაიმე ვერსიაზე მუშაობთ, თუმცა მომავალში არაფერს გამოვრიცხავ,” – განაცხადა აბაშიძემ.