რენე იგიტამ მორიელის დარტყმა გაიმეორა.
როგორც ჩანს, 49 წლის კოლუმბიელი ძველებურად კარგ ფორმაშია.
ლეგენდარული მოგერიებიდან 20 წლის იუბილეზე იგიტა არაბული ”ალ-ნასრის” ვარჯიშს დაესწრო, სადაც ბისზე საფირმო ტრიუკი შეასრულა.
კოლუმბიელთა მეკარე იგიტამ სახელი ინგლისი-კოლუმბიას ამხანაგური მატჩისას, 1995 წლის 6 სექტემბერს გაითქვა, რომლის შემდეგ მის მიერ შესრულებულ მანევრს მორიელის დარტყმა უწოდეს.