LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკი აპირებს, რომ თავის კომპანიებში აიფონები აკრძალოს

122
ილონ მასკი აპირებს, რომ თავის კომპანიებში აიფონები აკრძალოს

კომპანია Tesla-ში აიფონების აკრძალვას აპირებენ და აი რატომ. ილონ მასკმა Apple-ის ტექნიკასთან დაკავშირებით საკმაოდ მკაცრი განცხადება გააკეთა: ის აპირებს, რომ თავის კომპანიებში მისი გამოყენება აკრძალოს. ბიზნესმენი ასეთ ნაბიჯს იმ შემთხვევაში გადადგამს, თუკი Apple თავის ოპერაციულ სისტემაში ChatGPT-ის დანერგავს და ხელოვნურ ინტელექტს პირად ინფორმაციაზე მისცემს წვდომას. მასკმა IT-გიგანტი გააკრიტიკა და ეჭვი შეიტანა იმაში, რომ მომხმარებელთა უსაფრთხოება დაცული იქნება.

„სრულიად აბსურდულია, რომ Apple არასაკმარისად ჭკვიანია იმისთვის, რომ პირადი ხელოვნური ინტელექტი შექმნას, თუმცა საეჭვოდ გვაძლევს იმის გარანტიას, რომ OpenAL თქვენს უსაფრთხოებას და კონფიდენციალურობას დაიცავს!“, – განაცხადა მასკმა სოც-ქსელებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები