ილონ მასკი ტეხასის შტატში საკუთარი ქალაქის აშენებას გეგმავს. გამოცემა WSJ-ის ინფორმაციით, დასახლება მდინარე კოლორადოს ნაპირზე განთავსდება და იქ Tesla-სა და SpaceX-ის თანამშრომლები იცხოვრებენ.
ტეხასის კანონმდებლობის მიხედვით, ამა თუ იმ ადგილს ადმინისტრაციული ერთეულის სტატუსი რომ მიენიჭოს სულ მცირე 201 ადამიანი უნდა ცხოვრობდეს, ამიტომ ქალაქის შექმნა „ტესლას“ მფლობელს სულაც არ გაუჭირდება.
ქალაქს სახელად Sanilbrook ერქმევა და მის სიახლოვეს მასკის კომპანიების ობიექტებიც აშენდება. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი გეგმავს, რომ დასახლებაში საცურაო აუზი, სავარჯიშო დარბაზი და სპორტული მოედნები მოაწყოს. საინტერესოა ისიც, რომ თავისი თანამშრომლების სიახლოვეს მასკი თავის სახლსაც ააშენებს და იქ გადაბარგდება.