LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკი Tesla Cybertruck-ის მთავარი „მყიდველი“ გახდა

108
ქირიას NEWS შაბლონი (4)

ილონ მასკმა, როგორც Bloomberg წერს, Tesla-ს პიკაპის – Tesla Cybertruck-ის გაყიდვების გასაზრდელად საკმაოდ უჩვეულო გზა აირჩია.

S&P Global Mobility-ის მონაცემებით, 2025 წლის მეოთხე კვარტალში აშშ-ში გაყიდული Cybertruck-ების 18%-ზე მეტი შეიძინა არა კერძო მომხმარებელმა, არამედ მასკის სხვა კომპანიამ – SpaceX-მა.

კონკრეტულად:

  • SpaceX-მა შეიძინა 1279 პიკაპი 7071 გაყიდული ავტომობილიდან
  • კიდევ დაახლოებით 60 ერთეული იყიდეს მასკის სხვა კომპანიებმა, მათ შორის xAI-მ და The Boring Company-მ.
  • ანალიტიკოსების შეფასებით, მასკის კომპანიებმა ჯამში 100 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯეს ამ ავტომობილებზე.

ვარაუდობენ, რომ ეს მანქანები კომპანიების ავტოპარკებში ბენზინიან ავტომობილებს ცვლის. თუმცა, ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი ასევე ეხმარება Tesla-ს ქარხნების დატვირთვის შენარჩუნებაში იმ ფონზე, როცა კერძო მყიდველების ინტერესი Cybertruck-ის მიმართ იკლებს.

მართლაც, 2026 წლის პირველ კვარტალში Cybertruck-ზე მოთხოვნა 45%-ით შემცირდა. მიუხედავად ამისა, შემცირებული ბაზრის ფონზე, Tesla-ს პიკაპი მაინც ლიდერად რჩება ელექტრო პიკაპების სეგმენტში.

ამავე დროს, Tesla აგრძელებს სტრატეგიის გადახედვას – კომპანიამ უკვე გამოაცხადა, რომ ეტაპობრივად წყვეტს Tesla Model S-ის და Tesla Model X-ის მოდელების წარმოებას და მათთვის სპეციალური „გამოსამშვიდობებელი“ ვერსიებიც გამოუშვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები