LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკმა „ცხელი“ Tesla Cybertuck დააანონსა

129
tesla

Tesla Cybertuck-ს „ცხელი“ ვერსიაც ექნება. ამის შესახებ ინსაიდერებს თავად ილონ მასკმა უთხრა და ისიც გაუზიარა, რომ გაძლიერებული ელექტრო პიკაპით თავად უკვე გაისეირნა.

ვერსია Performance-ს მან „ახალ დონეზე“ გასვლა უწოდა, თუმცა ჯერ ჩვეულებრივი Cybertuck-ის გაყიდვაც კი არაა დაწყებული. ბოლო ინფორმაციით, მოდელი რომელსაც ასე ელის მსოფლიო ავტო სამყარო, ბაზარზე 2023 წლის ბოლოსთვის უნდა გამოჩნდეს. ეს მაშინ თუკი ვადები კიდევ არ გადაიწევს.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ დიდი შანსია „ტესლა“ მართლაც ცდიდეს გაუმჯობესებულ ელექტრო-პიკაპს. ამას ადასტურებს პაპარაცული კადრებიც, რომელიც კალიფორნიის გამოსაცდელ ტრეკზეა გადაღებული. შესაძლოა ფოტოებზე აღბეჭდილ პროტოტიპთაგან ერთ-ერთს თავად ილონ მასკი ტესტავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები