კომპანია Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა თავისი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე განაცხადა, რომ მალე გამოვა Model 3, რომელსაც ორმაგი ძრავი ექნება. აღნიშნული მოდელი ინტერიერის ახალ დიზაინსაც მიიღებს.
ავტომობილის სალონი მთლიანად თეთრი ფერის იქნება. ძრავის მახასიათებლების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება. მოდელის პრეზენტაცია ივლისში შედგება. უცნობია ღირებულებაც.
შეგახსენებთ, Tesla Model 3 გაყიდვაში გასულ წელს გამოჩნდა. ავტომობილს საზოგადოება მოუთმმენლად ელოდა, რაც მის წინასწარ შეკვეთებში ჩანს. Tesla Model 3 ას კილომეტრს 5,6 წამში კრებს, ელემენტი კი 355 კილომეტრს ერთი დატენვით გადის.