LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმდენი საქმე გვაქვს „თეატრალურის კვარტეტში“, რომ სოლოკარიერისთვის ჯერჯერობით არ მცალია“ – ოთო კოვზირიძე

108
242897247_4521814184508625_1087702298136226081_n-(1)

5 აპრილს რადიო „არ დაიდარდოს“ დილის ეთერის სტუმარი „თეატრალურის კვარტეტის“ წევრი, მომღერალი ოთო კოვზირიძე გახლდათ, რომელმაც  მუსიკალურ კარიერაზე ისაუბრა და რადიოს მსმენელს საკუთარი დილის რუტინაც გაუზიარა.

 -ოთო, მაინტერესებს, სიახლეები თუ აქვს „თეატრალურ კვარტეტს“?

-მსოფლიოში არსებული სიტუაციის ფონზე, ჩვენი მუშაობის ტემპი ცოტათი შენელდა, მაგრამ არ ვჩერდებით, ვმუშაობთ, გვაქვს რეპეტიციები. ვცდილობთ არ მოვდუნდეთ, გვაქვს რეპეტიციები, ვწერთ ახალ სიმღერებს.

-გაქვს სოლო ნამუშევრებიც. რა ხდება სოლო კარიერაში, თუ მუშაობ ახალ სიმღერაზე ?

-იმდენი საქმე გვაქვს „თეატრალურის კვარტეტში“, რომ სოლო კარიერისთვის ჯერჯერობით არ მცალია. პერიოდულად ვწერ ხოლმე სიმღერებს, ნელ-ნელა ვმუშაობ სოლო კარიერაზე, მაგალითად, ახლახან ულამაზესი კომპოზიცია ჩავწერე თბილისზე.

-დილის განსაკუთრებული რუტინა თუ გაქვს?

-ჩემი ყოველი დილა ბავშვების გაღვიძებით იწყება. შემდეგ, ერთს სკოლაში ვტოვებ, მეორეს ბაღში, ეს არის ჩემი ყოველდღიური ერთგვარი რუტინა. ჩემი ბავშვები ჩემი ანტიდეპრესანტები არიან, დილიდან პოზიტიურად ვიწყებთ და მთელი დღე პოზიტიურად ვართ.

-ვისი დანახვა გგვრის ყოველთვის ღიმილს?

-ჩემი ოჯახის წევრების, ჩემი შვილების, რაც არ უნდა ცუდ ხასიათზე ვიყო, ისინი ყოველთვის კარგ განწყობაზე მაყენებენ.

-ოთო, იყავი რადიო წამყვანი. რას ფიქრობ ამ მიმართულებაზე, ხომ არ აპირებ დაბრუნებას?

-ძალიან მომენატრა რადიოს მსმენელებთან ურთიერთობა, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ დავუბრუნდე ამ პროფესიას, თუმცა ზუსტად როდის, არ ვიცი. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო საქმეა რადიო წამყვანობა, ეს კიდევ დამატებითი პოზიტივი იყო ჩემს ცხოვრებაში.

-ყველაზე ზარმაცი ვინ არის „თეატრალურის კვარტეტში“?

-თავიდან, როცა თეატრალური კვარტეტი შევქმენით, ყველაზე ზარმაცები მე და ირაკლი ვიყავით,  არაპუნქტუალურობით გამოვირჩეოდით. ახლა გამოვსწორდით.

-რას ეტყოდი „არ დაიდარდოს“ მსმენელს?

-იყავით ოპტიმისტურად განწყობილები, იყავით პოზიტიურად, გაიხალისეთ ცხოვრება და განწყობა და ყველაფერი კარგად იქნება. ვფიქრობ, როგორი მძიმე სიტუაციაც არ უნდა იყოს მთელ მსოფლიოში, ოპტიმიზმი, სიყვარული, იმედი და რწმენა გადაარჩენს ყველაფერს

„თეატრალურის“ კვარტეტი 10 აპრილს სოლოკონცერტს გამართავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები