LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმიჯი ყველაფერია: იგი ადგილს, სტატუსს და დროს უნდა შეესაბამებოდეს

35

ადამიანები, რომლებთანაც ჩვენ ვურთიერთობთ, თავიანთ წარმოსახვაში ჩვენს გარეგნობას ქმნიან, რომელიც ჩვენს მანერებზე, ქცევასა და საუბარზეა დამყარებული. იმიჯი არის გარეგნობა, კონკრეტული სახის გონივრული წარმოჩენა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორც გამოვიყურებით სხვის თვალში, ეს ჩვენი იმიჯია.

გახსოვთ გამოთქმა – ხვდებიან სამოსით. გარდა ცხოვრებისეული სიბრძნისა, მას მეცნიერული ახსნაც აქვს. კვლევამ დაადგინა, რომ 65-დან 80%-მდე ადამიანის შესახებ ინფორმაცია აღქმის არავერბალური არხებით მიდის. პირველი შეხვედრის შთაბეჭდილება გაცნობიდან და საუბრის დაწყებიდან 10 წამში იქმნება. გახსოვდეთ, რომ პირველი შთაბეჭდილების შექმნისთვის მხოლოდ ერთი შანსი გაქვთ. ხშირად სწორედ ეს პირველი შეხვედრა განსაზღვრავს ჩვენს მომავალ ბედს. მაგალითად სამსახურში მიღებისას, პირველ პაემანზე და ა.შ.

დღეისათვის წარმატებული მოქმედებისა და განვითარებისთვის საფუძვლიანად შემუშავებული იმიჯი აუცილებელი გახდა. იმიჯის გაგება ახლოს არის ქარიზმასთან, თუმცა ქარიზმა დაბადებიდან დაყვება ადამიანს, იმიჯის შექმნა კი ხელოვნურად შეიძლება. გააჩნია მიზანსა და ამოცანას.
იმიჯი მძლავრი მექანიზმია, რომელიც ჩვენს ცხოვრებას ამა თუ იმ მხარეს გადახრის. მაგალითად, საქმიანი ადამიანის იმიჯის მორგებისას, მშვენივრად ჩაეწერებით ბიზნეს სფეროში და კარიერაც წინ წავა. თუმცა შესაძლოა კოსტიუმში თავს მოუხერხებლად გრძნობთ, მაგრამ არავინ ამბობს, რომ იმიჯის ტარება მარტივია. იმიჯი აუცილებლად ადგილს, სტატუსს და დროს უნდა შეესაბამებოდეს, მაგრამ არ არის საჭირო თქვენს გულსაც მთელი გულით მოსწონდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები