LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმოგზაურე შინაურ ცხოველთან ერთად – პოპულარულმა აზიურმა ქვეყანამ საინტერესო ტურები დაიწყო

121
32454534

სამხრეთ კორეამ დაიწყო სპეციალური ტურები ჩარტერული რეისებით, რომელიც შინაური ცხოველებისთვისაა განკუთვნილი. ინფორმაციას ამის შესახებ The Korea Bizwire ავრცელებს.

აზიური ქვეყნის მაცხოვრებლებს სთავაზობენ, რომ შინაური ცხოველები ჩეჯუს კუნძულზე გაგზავნონ. პირველი ჯგუფი, რომელიც 33 ტურისტისა და 18 ძაღლისგან შედგებოდა, კურორტზე 16 მარტს უკვე ჩაფრინდა და მშვენიერი დროც გაატარა. მოგზაურები სხვადასხვა ზოო-კაფეებს, სანაპიროებს და კუნძულის პოპულარულ პარკებს ეწვივნენ.

აღსანიშნავია, რომ ტურის პირველი 50 ადგილი საიტზე განთავსებიდან 5 დღეში გაიყიდა და თითოეულის ფასი 390 ათასი ვონი (დაახლოებით 800 ლარი) იყო. აპრილის თვეში მოგზაურობის ფასი 500 ათას ვონამდე გაიზრდება, თუმცა მიუხედავად ამისა, საგზურები მაინც დიდი წარმატებით იყიდება.

თითოეულ მგზავრს თან ერთი ცხოველის წამოყვანის უფლებას აძლევენ და ცხოველის წონა 10 კილოგრამს არ უნდა აჭარბებდეს. ცხოველები თვითმფრინავის სალონში, თავისი პატრონების გვერდით დაიკავებენ ადგილს.

კუნძული ჩეჯუს მიმართულებით ჩარტერული ტურები თვეში 10-ჯერ სიხშირით გაიმართება და მათ შეძენას მსურველები წლის ბოლომდე შეძლებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები