LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდოელებმა პირველი ჰიპერქარი წარმოადგინეს

32

ინდოელებმა პირველი ჰიპერქარი წარმოადგინეს. კომპანია Vazirani Automotive-მა გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე თავისი პირველი მოდელი, ელექტრომობილი – Shul გამოიყვანა.

ავტომობილის დიზაინი, რომელიც ჯერ-ჯერობით მხოლოდ მაკეტის სახით არსებობს – საკმაოდ მარტივი და მოცულობითია. მისი ტექნიკური მახასიათებლები კი ჯერ-ჯერობით არ ზუსტდება და როგორც ავტომოყვარულები ვარაუდობენ, სპორტქარს მოძრაობაში 4 ელექტროძრავი მოიყვანს. სისტემაში ასევე იქნება 300 კილოგრამის მასის ელემენტი და მიკროტურბოგენერატორი, რომელიც დიდ ბრიტანეთშია შექმნილი.

ავტომწარმოებლის ხელმძღვანელისა და ამავდროულად შეფ-დიზაინერის განცხადებით, ჰიპერქარი განსაკუთრებული არა კონკრეტული მახასიათებლებით, არამედ მოქნილი მოძრაობით იქნება.

საინტერესოა, რომ პირველი ინდური სუპერქარის წარმოება არა ინდოეთში, არამედ კალიფორნიაში დაიწყება და პროექტში აქტიურად იქნება ჩართული Michelin-იც. აღსანიშნავია, რომ Shul-ის ტესტირება სულ რამდენიმე თვეში უნდა დაიწყოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები