LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდოელმა საჯარო მოხელემ ტელეფონის საპოვნელად მთელი წყალსაცავი დააშრო

127
Capture

ინდოეთში საჯარო მოხელეს მობილური ტელეფონი წყალში ჩაუვარდა და მის საპოვნელად მთელი წყალსაცავი დააშრო. უჩვეულო ამბავს BBC ავრცელებს.

ჩინოვნიკს 1200 დოლარის ღირებულების ტელეფონი წყალში მაშინ ჩაუვარდა, როცა სელფს იღებდა. მობილური ახალი იყო და რაჯეშ ვიშვას მისი სასწრაფოდ დაბრუნება სურდა.

სწორედ ამიტომ, მან წყალსაცავში ნამდვილი სამძებრო სამუშაოები დაიწყო. მყვინთავებმა რამდენიმე დღე იმუშავეს, თუმცა ვერაფერი ნახეს. ამის შემდეგ რაჯეშმა ადგილზე სპეციალური ტექნიკა მიაყვანინა და 3 დღის განმავლობაში მილიონობით ლიტრი წყალი ამოტუმბა.

ჩინოვნიკი ამტკიცებდა, რომ ტელეფონში მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰქონდა შენახული, თუმცა მიუხედავად ამისა, ის სამსახურიდან მაინც გაუშვეს. მობილური კი ისე გაფუჭდა, რომ ვეღარც შეკეთდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები