ბიჰარის შტატში, ინდოეთში თაღლითური დაჯგუფების წევრებმა პოლიციის განყოფილება გახსნეს და 8 თვის განმავლობაში ქრთამის აღებით იყვნენ დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
კარგად მომზადებული თაღლითები პოლიციის ფორმით დადიოდნენ და ხალხს ქრთამს სძალავდნენ. ერთ დღესაც კი ისინი ნამდვილმა პოლიციელმა შეამჩნია და 6 მათგანი მალევე დააკავეს.
აღსანიშნავია, რომ თაღლითებს ყალბი განყოფილებაც ჰქონდათ მოწყობილი, სადაც სულ იყვნენ ვითომდა „ოფიცრები“.
გამოძიება ამჟამად დაჯგუფების მეთაურს ეძებს, დანარჩენები კი დაპატიმრებული არიან და განაჩენს ელოდებიან.