LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდოეთის მთავრობა უპილოტო ავტომობილების წინააღმდეგ გამოდის

36

ინდოეთი გეგმავს სამუშაო ადგილები თავის ტერიტორიაზე უპილოტო ავტომობილების აკრძალვით შეინარჩუნოს. ამის შესახებ გზებისა და გადაზიდვის მინისტრი, ნითინ ჰადკარი აცხადებს. ის ამბობს, რომ ინდოეთში არ უნდა დაუშვან უპილოტო ავტომობილების გამოყენება, თუკი ეს ასე მოხდება, ქვეყნის ეკონომიკა, რომელიც ისედაც მძიმე მდგომარეობაშია, კიდევ უფრო რთულ ვითარებაში აღმოჩნდება. ამიტომაც მთავრობამ ისეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომელიც ინდოელ ხალხს და უფრო მეტად საავტომობილო სექტორს წაადგება.

ამ მომენტისთვის ქვეყანაში 100 000 კვალიფიცირებული მძღოლია და ყველა მათგანი უმუშევარი დარჩება, თუკი მთავრობა მათ ქვეყანაში უპილოტო ავტომობილების გადაადგილებას ლეგალურს გახდის. მთავრობამ შეიმუშავა სპეციალური პროექტი, რომელიც მძღოლების გადამზადებას ითვალისწინებს. ამასთან, ბატონი მინისტრი მიიჩნევს, რომ ასეთი ცენტრი რამდენიმე უნდა იყოს, რომ ადამიანები სამახურებით უზრუნველყონ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები