ინდოეთში 15 წელს გადაცილებულ ავტომობილებში საწვავს ვეღარ ჩაასხამენ. დელის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ 1-ლი აპრილიდან ბენზინ გასამართ სადგურებზე შესვლა შეზღუდოს: სადგურები მხოლოდ ახალ მანქანებს მოემსახურებიან. საწვავის ავზებზე დაამონტაჟებენ კამერებს, რომლებიც ნომრის მიხედვით ზუსტად განსაზღვრავენ ავტომობილის ასაკს და თუკი სატრანსპორტო საშუალება ძალიან ძველია- საწვავის მიწოდებას შეზღუდავენ. აკრძალვა მოიცავს დიზელის ავტომობილებს, რომელთა ასაკიც 10 წელზე მეტია და ბენზინის მოდელებს 15 წელზე მეტი სტაჟით.
დელი მსოფლიოში ყველაზე მეტად დაბინძურებული ქალაქების სიაში ერთ-ერთი ლიდერია, ჰაერის ხარისხი საშიშია ჯანმრთელობისთვის, ამიტომ გარემოს დაცვის მინისტრმა მკაცრი ზომების მიღება გადაწყვიტა. ინდოეთის მთავრობა ძველი მანქანების გადაადგილების შეზღუდვას 2015 წლიდან ცდილობს, თუმცა კანონპროექტის რეალიზება სირთულეებს აწყდება: პოლიციელებს მანქანების დოკუმენტაციის შემოწმება ყველა შემთხვევაში ხელით უწევთ და ასაკის დადგენას მხოლოდ ასე ახერხებენ.